ბათუმის ბულვარში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ექიმების განცხადებით, იგი ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
13 წლის ბიჭი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, მას ძირითადად თავის ტრავმები აღენიშნება.
სამედიცინო ცენტრის ექიმის, ნაირა ფარტენაძის ინფორმაციით, ბავშვი მოთავსებულია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მიმდინარეობს მეთვალყურეობა, მონიტორინგი და შესაბამისი მკურნალობა.
პირველი

