ბათუმში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადმოვარდა. დაშავებული სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სასმართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ნიუპოსტი

