ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდაბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ვალერი სიმეონოვმა რუსეთის პატრიარქ კირილს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა. ამის შესახებ სიმეონოვმა ბულგარული ტელეარხის БНТ-ს ეთერში განაცხადა, იუწყება „რადიო თავისუფლება“.
სიმეონოვის განცხადებით, 1996 წლიდან რუსეთის პატრიარქმა რუსეთში 14 მილიარდი დოლარის ოდენობის სიგარეტი შეიტანა.

მისი მტკიცებით, რუსული ეკლესიის სულიერ ლიდერს შვეიცარიაში ვილა, კერძო ვერტმფრენი და 30 ათასი დოლარის ღირებულების საათი აქვს.
– ეს არ არის მართლმადიდებელი მოძღვარი. ეს არის აგენტი მიხაილოვი, საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი, – განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება ბულგარეთის პრეზიდენტის რუმენ რადევის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ოსმალეთის იმპერიისგან ბულგარეთის გათავისუფლების 140-ე წლისთავისადმი იყო მიძღვნილი. პატრიარქ კირილის აზრით, რადევმა ოსმალური იმპერიის დამარცხებაში რუსეთის როლს არასაკმარისად გაუსვა ხაზი.