ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ერთ–ერთი სპეცსამსახურის ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი. 2 ადამიანი გადარჩა.
ვერტმფრენი Ми-8 სპეცსამსახურების ერთ–ერთ დანაყოფს ეკუთვნოდა.
„წინასწარი მონაცემებით, სპეცსამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი. ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა“, – უთხრა წყარომ სააგენტოს.
ვერტმფრენი ხანგიხის ხეობაში მოსკოვის დროით 10.59 საათზე ჩამოვარდა. ინციდენტის მიზეზები დგინდება.

