ბრენდმა Vetements, რომელმაც მსოფლიო სამ სეზონში დაიპყრო, მედიის ცნობით კრიზისშია. მოდის სამყაროში ამბობენ, რომ ბრენდი საკუთარ თავს იმეორებს.
დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით Balenciaga 2017 წლის ორ ბენდს შორის ერთ-ერთ საუკეთესო ბრენდად აღიარეს – მან პირველობა მხოლოდ Gucci-ის დაუთმო. მაგრამ დიზაინერის საკუთარი მარკის Vetements-ის საქმეები სულ უფრო ცუდად მიდის, – წერს გამოცემა Highsnobiety რამდენიმე ანონიმურ წყაროზე დაყრნობით, რომლებიც ტანსაცმლის დიზაინის ამერიკულ, ევროპულ და აზიურ მაღაზიებში მუშაობენ.
– გაყიდვების მხრივ Vetements-ი მკვდარია. უკვე ორი სეზონია, რაც ამ მარკის ტანსაცმელს არავინ უყურებს. გაყიდვები მკვეთრად დაეცა, – ამბობს Highsnobiety-ს ერთ-ერთი რესპონდენტი. გამოცემის ცნობით, ადრე Vetements-ის ნივთები მაღაზიებში ფასდაკლებების დაწყებამდე იყიდებოდა.
გამოცემის წყაროები Vetements-ზე მოთხოვნის შემცირებას იმით ხსნიან, რომ მარკის ბოლო კოლექციები წინას გამეორება იყო, ნაწილობრივ კი სულაც წინა სეზონების ტანსაცმლისგან შედგებოდა. Vetements-ის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის თქმით დიზაინზე აისახა ის, რომ მარკის პარიზიდან ციურიხში გადასვლის შემდეგ, ძველი გუნდი ფაქტორბივად დაიშალა. კიდევ ერთი ვერსიით, Vetements-ის დიზაინერების ყველაზე ორიგინალური იდეების ხორცშესხმა დღეს Balenciaga-ში ხდება.
ბრენდი Vetements-ი (ფრანგულად „ტანსაცმელი“) წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ და მისმა ძმამ, გურამმა მეგობარ დიზაინერებთან ერთად შექმნეს. ძმები ბრენდის გაყიდვების შემცირებაზე ინფორმაციას უარყოფენ და გავრცელებულ ხმებს არაკეთილმოსურნეთა შურს უკავშირებენ. მათი თქმით 2017 წელთან შედარებით Vetements-ს 50%-იანი ზრდა აქვს.
მარკის ტანსაცმელი, რომლის კოლექციაც პირველად 2014 წლის მარტში წარმოადგინეს, ძალიან ძვირი ღირს. ამას დემნა გვასალიაც აღიარებს. ბრენდის აბსურდულად მაღალი ფასის სიმბოლოდ ყვითელი მაისური იქცა წარწერით DHL, ზუსტად ისეთი როგორიც აცვიათ ამ მიწოდების სერვისის კურიერებს. ეს ყვითელი მაისური ერთი ცალი დაახლოებით 200 დოლარად გაიყიდა, მაშინ როდესაც DHL-ის ჩვეულებრივი მაისური Ebay-ზე 15 დოლარი ღირს. არანაკლებ დიდი მოთხოვნა იყო Vetements-ის სხვა ნივთებზე: მაისური რეპერ Snoop Dogg-ის პოტრეტით 4 დოლარი ღირდა, გადაკერებული ჯინსი Leviʼs 501s 1.360 დოლარი, ხოლო ჩოგბურთის წინდები 85 დოლარი.
გურამ გვასალია, რომელიც ბრენდის კომერციულ შემადგენელზეა პასუხისმგებელი, მაღალ ფასებს პირველ რიგში ქსოვილის ხარისხით და ევროპაში მათი ლიმიტირებული წარმოებით ხსნის.
2015 წლის ბოლოს ცნობილმა გამოცემებმა Vetements „მოდის სამყაროში ყველაზე საინტერესო მოვლენა“ უწოდეს, თავად დემნა გვასალია კი საკუთარი ბრენდის ხელმძღვანელობის პარალელურად Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა.
იმედინიუსი