ელიზბარ ჯაველიძემ ინგა გრიგოლიას დედა შეაგინა – ინციდენტი პირდაპირ ეთერში – ვიდეო

ელიზბარ ჯაველიძემ ინგა გრიგოლიას დედა შეაგინა - ინციდენტი პირდაპირ ეთერში - ვიდეოაკადემიკოსმა და ყოფილმა პარლამენტარმა ელიზბარ ჯაველიძეს ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში დედა შეაგინა.

საზოგადოებისა და კულტურის სფეროს ზოგიერთმა წარმომადგენელმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ღია წერილით მიმართეს. მათი შეფასებით, “პროდასავლურმა პოლიტიკამ” და ქართველების სწრაფვამ ნატო-ს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა.

წერილს ხელს აწერდნენ: რობიკო სტურუა, რეზო ამაშუკელი, ქეთი დოლიძე, ელიზბარ ჯაველიძე, თამაზ წივწივაძე, გოგი ქავთარაძე, გოგი ხარაბაძე, გიორგი კვესიტაძე, ჯონდი ბაღათურია და თემო გოცაძე.

სწორედ ამ თემაზე იყო გადაცემა “რეაქციაში” პირდაპირი ჩართვა. ჯაველიძემ ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვისას დედა შეაგინა და ეთერიდან გავიდა.

– მადლობა. ასეთი კორექტული სტუმარი არასდროს მყოლია. პირდაპირ ეთერში. ყველაფერზე უკვე პასუხი მივიღე. ყველაფერი მინახავს მრავალი წლის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში დედა პირველად შემაგინეს, – თქვა გრიგოლიამ.

აიპრესი

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/930265887132719/