ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლას-პალმასთან ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ ატლეტიკოსთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ბარსელონა ვალდებულია ბოლომდე მოახდინოს კონცენტრირება:
”ლას-პალმასთან დასანანი ქულები დავკარგეთ და ეს ჩვენი ბრალია, თუმცა მსაჯსაც ჰქონდა შეცდომები. ატლეტიკომ სხვაობა შეამცირა და მათთან შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კვირას ბევრი რამ გაირკვევა”–განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.

