გარდაბანში ბმვ-მ 18 წლის ახალგაზრდა მოკლა

გარდაბანში ბმვ-მ 18 წლის ახალგაზრდა მოკლამსხვერპლით დასრულდა გარდაბნის შესასვლელში მომხდარი ავარია. თვითმხილველთა ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ბმვ-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი 18 წლის ქვეითს დაეჯახა.
ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ,,ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.