გერმანიაში მცხოვრები ექიმი ირაკლი შოშიაშვილი კეკუას კლინიკის წინააღმდეგ – ”არ შეიძლება, ექიმი იყოს მატყუარა” – ვიდეო

გერმანიაში მცხოვრები ექიმი ირაკლი შოშიაშვილი კეკუას კლინიკის წინააღმდეგ - ”არ შეიძლება, ექიმი იყოს მატყუარა” - ვიდეოგერმანიაში მცხოვრები ექიმი, ირაკლი შოშიაშვილი, საქართველოში არსებულ ,,კეკუას კლინიკას“ (Kekuas Clinic) უპირისპირდება და სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ქართველი ექიმი აცხადებს, რომ აღნიშნული კლინიკის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიზნად ისახავს პაციენტების მოტყუებას.

შოშიაშვილი ამბობს, რომ მან განმარტებაც მოსთხოვა კლინიკას, თუმცა ამის პასუხად, ულტრაბგერის სასწავლო ძველი ლიტერატურა მიუთითეს. ამის შემდეგ, როგორც შოშიაშვილი ამბობს, სოციალურ ქსელში საერთოდ დაბლოკეს.

,,ჩემი გაბრაზების მიზეზი არის ერთადერთი – არ შეიძლება ექიმი იყოს მატყუარა, იყოს არაკომპეტენტური და მესამე, ეს არის სხეულის დაზიანება. როცა ექიმი არასწორად დაუსვამს დიაგნოზს, უნდა ვიცოდეთ, რა შედეგები მოჰყვება“ – აცხადებს გერმანიაში მოღვაწერ ქართველი ექიმი.

ნიუპოსტი

https://www.facebook.com/shoshiashvili/videos/10155794657069262/