“ქართული ოცნება” გიორგი კვირიკაშვილს პრეზიდენტობის კანდიდატან განიხილავს. ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და შეიძლება შეიცვალოს.
“ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ “ქართულ ოცნებაში” ამაზე ლაპარაკი მიმდინარეობს. გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. თუ, ვის წარადგენს ოფიციალურად, საპრეზიდენტო კანდიდატად, “ქართული ოცნება” ჯერჯერობით უცნობია.

