გოგი ქავთარაძე და გიორგი კვესიტაძე – ”ინტელიგენციის წერილზე ხელი არ მოგვიწერია”

გოგი ქავთარაძე და გიორგი კვესიტაძე - ”ინტელიგენციის წერილზე ხელი არ მოგვიწერია”საზოგადოებისა და კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართავს. მათი თქმით პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და შეაფერხა ქვეყნის განვითარება.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, წერილს ხელს აწერენ: რობიკო სტურუა – რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეზო ამაშუკელი, ქეთი დოლიძე, ელიზბარ ჯაველიძე, თამაზ წივწივაძე – მწერალი, გოგი ქავთარაძე – საქართველოს სახალხო არტისტი, გოგი ხარაბაძე, გიორგი კვესიტაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ჯონდი ბაღათურია, თემო გოცაძე -სახალხო მხატვარი.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე საზოგადოებისა და კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელების მიერ გავრცელებულ ღია წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის წერილის ხელმომწერი არაა.

ხელმოწერას ასევე უარყოფს საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.