გუდაურში საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდა

გუდაურში საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდა გუდაურში საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდაგუდაურში საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მაშინ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ გაავრცელა.

კომპანიის ცნობით, დილით მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა.

“ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი” საბაგიროები. ამ საბაგიროებით მგზავრობა უფასოა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ხვალისთვის სრულად აღდგება საბაგიროების მუშაობა. დღეს შეძენილი ბილეთების თანხა სრულად ანაზღაურდება”, – ეწერა კომპანიის განცხადებაში.

გუდაურში საბაგიროების მუშაობა 1 დღეში, 12 მარტს აღდგა.

გუდაურში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ენერგოპრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ გუდაურის ზონაში ძაბვის გათიშვა ან ძაბვის პარამეტრების რაიმე სახის ცვლილება არ მომხდარა.

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით,გუდაურში საბაგირო და მისი ყველა პარამეტრი შემოწმებული იყო. მისი თქმით, დღის პირველ ნახევარში მწყობრიდან გამოვიდა საბაგირო და ამის შედეგად დაშავდნენ ტურისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს პირველივიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში გაემგზავრა, სადაც დღეს, პირველადი ინფორმაციით, სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა.

გუდაურში მძიმედ დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი თბილისში ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადმოჰყავთ. ცნობილია, რომ ქალი ორსულადაა და ის სხვა ქვეყნის, კერძოდ კი, შვედეთის მოქალაქეა. როგორც გაირკვა, ისიც ვერტმფრენით მოჰყავთ.

თბილისში გადმოჰყავთ ასევე უკრაინელი კაცი, რომელიც მძიმედაა დაშავებული.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, აღენიშნება ტკივილები წელის არეში, უკრაინის მოქალაქეს კი ხელის ღია მოტეხილობა აქვს.