ისკო შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გადავიდეს

ისკო შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გადავიდესმადრიდის რეალის ნახევარმცველი ისკო ალკორკონი შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გადავიდეს. ისკომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ მას რეალში ბოლომდე არ ენდობიან და ამის გამო ის ვერ ახერხებს თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენას.

ამის შემდეგ გავრცელდა ჭორები იმის შესახებ რომ ისკო სხვა გუნდში აპირებს კარიერის გაგრძელებას და ეს სხვა გუნდი მანჩესტერ სიტია, რომელიც მზად არის ისკოს ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს.

გარდა ამისა, სიტის მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას ძალიან უნდა რომ ისკო თავის გუნდში იხილოს.