იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ბერლუსკონის კოალიცია ლიდერობს

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ბერლუსკონის კოალიცია ლიდერობსწინასწარი მონაცემებით, იტალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარჯვენეცენტრისტული კოალიცია იკავებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს

ამ კოალიციაში შემდეგ ძალებია გაერთიანებული: იტალიის ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის “ფორცა იტალია”, ჩრდილოური ლიგა და იტალიის ძმები (Lega Nord, Fratelli d’Italia) და ჩვენ და იტალია (Noi con l’Italia).

ეგზიტპოლების თანახმად, მემარჯვენეცენტრისტები ხმების დაახლოებით 35,5% მოიპოვეს. მეორე ადგილზე ხმების დაახლოებით 32,5%-ით ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაა, ხოლო მესამეზე სოციალ-დემოკრატები არიან, რომლებსაც ხმა ამომრჩევლების 23,1 %-მა მისცა.

4 მარტის საპარლამენტო არჩევნები იტალიაში წინა არჩევნებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ ის ახალი, Rosatellum-ის სახელით ცნობილი სისტემის მიხედვით გაიმართა.

მანდატების 37% ადგილობრივ ოლქებზეა დამოკიდებული და გამარჯვებული ხმების უბრალო უმრავლესობის მქონე კანდიდატი გახდება. დანარჩენი 63% კი საიდუმლო პროპორციული სიებით გადანაწილდება.

იტალიის საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანია (დეპუტატების პალატა და სენატი) და ის 945 დეპუტატით დაკომპლექტდება. მათგან 630 პალატაში და 315 სენატში გადანაწილდება.

იტალიამ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე 64 მთავრობა და 28 პრემიერმინისტრი გამოიცვალა.

იმედინიუსი