საქართველოს ნაკრების და მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე 6 თვე ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას. ანანიძემ ოპერაცია იტალიაში გაიკეთა და ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, მაგრამ ანანიძეს გამოსაჯანმრთელებლად ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.
ჯანომ ტრავმა 24 მარტს ლიტვის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრის დროს მიიღო. აღსანიშნავია ისიც რომ ანანიძეს ბოლო წლების მანძილზე ხშირად აწუხებს ტრავმები და ამის გამო მან ხანგრძლივი პერიოდი გამოტოვა, როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებშიც.

