ჯეიმი კარაგერმა მანჩესტერ იუნაიტედის ფანს შეაფურთხა – ვიდეო

ჯეიმი კარაგერმა მანჩესტერ იუნაიტედის ფანს შეაფურთხა - ვიდეოლივერპულის ლეგენდა ჯეიმი კარაგერი, რომელიც ამჟამად ინგლისის ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, მეტად უსიამოვნო ისტორიაში გაეხვა. კარაგერმა მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთ ფანს მანქანიდან შეაფურთხა და ეს ყველაფერი ვიდეომ დააფიქსირა.

კარაგერმა თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა რომ გულშემატკივარი ლივერპულს მასხარად იგდებდა და ამან კარაგერი ძალიან გააბრაზა. კარაგერმა პირობა დადო რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდება.

მიუხედავად ამისა, ამ ჟესტის გამო კარაგერი შესაძლოა ინგლისის ტელევიზიიდან გამოუშვან, მაგრამ სავარაუდოდ ჯეიმის ერთხელ აპატიებენ.

https://www.youtube.com/watch?v=iqpJ1J9Q1u0