თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი ამოტრიალდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
იმედინიუსი

