გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” თვითმხილველებმა განუცხადეს, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. შედეგად დაშავდნენ მგზავრები. ყველა მათგანი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

