„კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ირაკლი ქორიძეა – დაკავების ახალი დეტალები

„კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ირაკლი ქორიძეა - დაკავების ახალი დეტალებიშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი – ირაკლი ქორიძე შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილია.

დაკავებულმა რეანომობილის მძღოლმა, ჯაბა ხულორდავამ ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა, რომ ნარკოტიკული საშუალებები თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გიორგი გიორგანაშვილს  საქართველოში კონკრეტული პირისთვის ტრანსპორტირების მიზნით გადასცა.

როგორც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი,  ირაკლი ქორიძეს დახმარებას მისი მამა უწევდა და ნარკოტიკების შემოტანა საქართველოს სასწრაფო სამედიცინო მანქნანით ხდებოდა.

2017 წლის იანვრიდან ირაკლი ქორიძე ფაქტობრივად, დირექტორის ფუნქციებს ასრულებდა მამამისის, თემურ ქორიძის კუთვნილ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“, რომელიც პაციენტებს რეანომობილით ტრანსპორტირების მომსახურებას უწევდა, მათ შორის, საზღვარგარეთ.

იმედინიუსი