23 მარტს რუსეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე ბრაზილიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
ბრაზილიელები უკვე რუსეთში არიან და მათ ჟურნალისტებმა რამდენიმე შეკითხვაც დაუსვეს. კაზემირომ აღიარა რომ მან არცერთი რუსეთის ნაკრების ფეხბურთელის სახელი და გვარი არ იცის:
”რუსეთის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია და ვფიქრობ რომ მათთან იოლი შეხვედრა არ გვექნება. სამწუხაროდ უნდა ვაღიარო რომ რუსეთის ნაკრების არცერთი ფეხბურთელის გვარი არ ვიცი. ჩვენ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება”–განაცხადა კაზემირომ.

