ТАСС: კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძარი სავარაუდოდ განზრახ გააჩინეს

ТАСС: კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძარი სავარაუდოდ განზრახ გააჩინესრუსეთის ქალაქ კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძარი შესაძლოა, განზრახ გააჩინეს, შენობის მეოთხე სართულზე, ბავშვთა გასართობ კომპლექსში.

მის შესახებ სააგენტო „ტასსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენის მიზეზი გარედან ღია ცეცხლის წყაროს შეტანა გახდა“ – განაცხადა წყარომ. მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა მოწმეთა ჩვენებებს ეფუძნება.

„ცეცხლი მშრალ აუზში გაჩნდა პარალონის კუბებით“ – აზუსტებს წყარო. მისივე თქმით, გამოძიება სხვა ვერსიებსაც განიხილავს.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, 25 მარტს, რუსეთის ქალაქ კამეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათგან 41 ბავშვია. დაშავებულია 76 ადამიანი. დაკარგულთა შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ. სამართალდამცავების განცხადებით, ზოგიერთი დაღუპული ისეთ მდგომარეობაშია, რომ მათ ამოსაცნობად გენეტიკური ანალიზის გაკეთება გახდება საჭირო. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში განგაშის სიგნალი არ ჩაირთო და დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია.

გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია 5 ადამიანი. მათ შორის ერთი სავაჭრო ცენტრის დაცვის წევრია, რომელმაც ხანძრის დროს სიგნალიზაცია გამორთვა ედება ბრალად.

ადგილობრივების ცნობით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა, ვიანიდან ხანძარი უქმე დღეებში მოხდა, როდესაც ცენტრში უამარავი ხალხი იმყოფებოდა. იგორის თქმით, ხანძარს 200-დან 350-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ამის მიზეზი კი კინოდარბაზების დაკეტილი კარები გახდა, რის გამოც ადამიანებმა იქიდან თავის დაღწევა ვერ შეძლეს.

ნიუპოსტი