კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა

კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდარუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 40-მდე ბავშვია.
საავადმყოფოებში მკურნალობას 10 დაშავებული გადის.
ამასთან, „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა.