მარტინ შკრტელი მოედანზე სიკვდილს გადაურჩა

მარტინ შკრტელი მოედანზე სიკვდილს გადაურჩალივერპულის ყოფილი მცველი მარტინ შკრტელი სლოვაკეთის და ტაილანდის შეხვედრის დროს მოწინააღმდეგეს დაეჯახა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა და ენა გადაეყლაპა.

საბედნიეროდ სამედიცინო პერსონალი იქვე იყო და მათ დროული დახმარება აღმოუჩინეს მარტინ შკრტელს, რის შემდეგაც სლოვაკი მცველი მოედანზე დაბრუნდა. თამაშის შემდეგ შკრტელმა აღიარა რომ მისთვის ეს ძალიან არასასიამოვნო გამოცდილება იყო და ის ბედნიერია რომ ცოცხალი გადარჩა.

შკრტელი ლივერპულის ღირსებას 8 წლის განმავლობაში იცავდა.