მერილენდის სკოლაზე თავდამსხმელმა ოსტინ როლინსმა თავი მოიკლა

მერილენდის სკოლაზე თავდამსხმელმა ოსტინ როლინსმა თავი მოიკლაამერიკის შეერთებულ შტატებში მერილენდის სკოლაზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულმა თინეიჯერმა თავი მოიკლა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

Mills High School-ში სროლის ხმა 20 მარტს გაისმა. ინციდენტის შედეგად ერთი სტუდენტი 16 წლის გოგო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

17 წლის ოსტინ როლინსმა, რომელმაც სკოლაზე თავდასხმა მოაწყო, პოლიციის ცნობით, თავი იმავე დღეს მოიკლა. მანამდე კი მედიაში წერდნენ, რომ პოლიციამ ბრალდებულს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა, თუმცა, მხოლოდ მკლავში.

იმედინიუსი