თბილისში, მეტროსადგურ „ნაძალადევში“ მატარებლის მოძრაობა შეფერხებული იყო.
ერთ-ერთი მატარებელი 6-7 წუთის განმავლობაში დაძვრას ვერ ახერხებდა, რის გამოც მგზავრების გამოყვანა გახდა საჭირო.
როგორც “პირველს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ამის გამო მგზავრები სხვა შემადგენლობაში გადაიყვანეს. აღნიშნული შემადგენლობა კი ჩიხში შეიყვანეს, რამაც რამდენიმე წუთის განმავლობაში მატარებლის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
ამ დროისთვის, მოძრაობა აღდგენილია. სერიოზული ტექნიკური ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

