ნანი ბრეგვაძემ შესაძლოა მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გააუქმოს.
მომღერლის შვილმა “იბერიას” უთხრა, რომ 28 მარტს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
– ვერაფერს გპასუხობთ. შესაძლოა გადაიდოს… ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. არ ვიცით, რა ვქნათ. ჩვენც ვფიქრობთ, – განაცხადა ეკა მამალაძემ ტელეკომპანია “იბერიასთან” ეკა მამალაძემ.
28 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტია დაგეგმილი.