ნატო რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 7 თანამშრომელს აძევებს

ნატო რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 7 თანამშრომელს აძევებსდიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, NATO ბრიუსელიდან რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-მ 30-დან 20-მდე შეამცირა რუსული დიპლომატიური მისიის წევრთა რაოდენობა. ალიანსში შეწყდა სამი რუსი დიპლომატისთვის აკრედიტაციის საკითხის განხილვაც.

სერგეი სკრიპალის მოწმვლის გამო, რუს დიპლომატებს მსოფლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ.

60 დიპლომატს აძევებს აშშ, გერმანია – 4, პოლონეთი – 4, უკრაინა – 13, დანია – 2, საფრანგეთი – 4, ჩეხეთი – 3, ლატვია – 1, ესტონეთი – 1, ლიტვა – 3, იტალია – 2, კანადა – 4, ნიდერლანდები – 2, რუმინეთი -1, ფინეთი -1. ესპანეთი -2, ნორვეგია -1 და ა.შ.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით “ნოვიჩოკი.”

რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა მოსკოვს , თუმცა პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.

ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.

ნიუპოსტი