ნეიმარი ბარსელონაში დაბრუნებაზე ფიქრობს

ნეიმარი ბარსელონაში დაბრუნებაზე ფიქრობსბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი ნეიმარი კატალონიურ გუნდში დაბრუნებაზე ფიქრობს. ამის შესახებ უკვე აქტიურად იწერება ესპანურ პრესაში. ნეიმარი თვლის რომ მისი პსჟ-ში გადასვლა შეცდომა იყო და 2019 წლის ზაფხულში მას სურს ისევ ბარსელონას მოთამაშე გახდეს.

ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია თვითონ ნეიმარს, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელი არც უარყოფს ამ ჭორებს.

მიუხედავად იმისა რომ პსჟ-მ ზაფხულში უამრავი ფული დახარჯა, გუნდმა მაინც ვერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ბარიერის დაძლევა, ხოლო ნეიმარმა კი ტრავმა მიიღო, რომლის გამოც ის 2 თვეს გამოტოვებს.