ნეიმარი შესაძლოა აპრილის ბოლოს მოედანზე დაბრუნდეს

ნეიმარი შესაძლოა აპრილის ბოლოს მოედანზე დაბრუნდესბრაზილიის ნაკრების და პსჟ-ს ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი შესაძლოა მოედანს აპრილის ბოლოს დაუბრუნდეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარის მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს და სავარაუდოდ ის უფრო მალე გამოჯანმრთელდება, ვიდრე ამას ელოდნენ ექიმები.

ნეიმარმა ტრავმა 28 თებერვალს მიიღო და არსებობდა საშიშროება რომ მას მსოფლიო ჩემპიონატი გამოეტოვებინა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ნეიმარი ბრაზილიაშია და სარეაბილიტაციო კურსს მთლიანად თავის სამშობლოში გაივლის.