ნეთანიაჰუს 300.000 დოლარი ქრთამის აღებას აბრალებენ – პოლიციამ ისრაელის პრემიერი და მისი მეუღლე დაკითხა

ნეთანიაჰუს 300.000 დოლარი ქრთამის აღებას აბრალებენ  - პოლიციამ ისრაელის პრემიერი და მისი მეუღლე დაკითხაისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით 2 მარტს პოლიციამ პირველად დაკითხა.

პოლიციამ ნეთანიაჰუ რეზიდენციაში დაკითხა, მისი მეუღლე კი _ თელ-ავივის მახლობლად არსებულ პოლიციის განყოფილებაში.

პოლიციამ ნეთანიაჰუს ოჯახის ყოფილი წარმომადგენელი და მისი ახლო მეგობარი თებერვლის ბოლოს სატელეკომუნიკაციო კომპანია „ბეზექისთვის“ სასარგებლო რეგულირების ხელშეწყობისთვის დააპატიმრა. ორივე დაკავებული ბრალს უარყოფს.

ნეთანიაჰუ ბრალს უარყოფს და ამ ყველაფერს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა პოლიციის რეკომენდაცია ნეთანიაჰუსთვის ბრალის წარდგენაზე ორ სხვა კორუფციული საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

ერთი საქმის მიხედვით, რომელსაც ეწოდება „საქმე 1.000“, ნეთანიაჰუმ მილიარდერი ბიზნესმენისგან ქრთამის სახით 300.000 აშშ დოლარი მიიღო.

„საქმე 2.000-ის“ მიხედვით, ის ცდილობდა შეეზღუდა ისრაელური გაზეთის გაყიდვები, რათა მის კონკურენტ გაზეთს ნეთანიაჰუსთვის დადებითი შეფასება მიეცა.