ჩელსის ფრანგმა ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ შეხვედრა გამოტოვა და ამის მიზეზი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. კანტეს მატჩის დღეს ვარჯიშზე გული წაუვიდა, რის შემდეგაც ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
კანტე უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან და მალე ის ისევ განაახლებს ვარჯიშს. ნგოლო კანტე ჩელსის ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელია და მისი არყოფნა გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.
თვითონ ფეხბურთელს ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

