პაპუა-ახალ გვინეაში მაგნიტუდით 6,7 მიწისძვრა მოხდა, რის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანია დაღუპული.
Reuters-ის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.
მედიის ინფორმაციით სტიქიის შედეგად 150 ათასზე მეტმა ადამიანმა სახლები დაკარგა, დანგრეულია ხიდები და გზები.
გარდა ამისა, ბოლო დროს მომხდარი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ჩამოსულმა მეწყერმა სოფლები გარესამყაროს მოწყვიტა
27 თებერვალს პაპუა-ახალ გვინეაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.
პირველი

