პეკინზე მანქანა ქვეითს დაეჯახა

პეკინზე მანქანა ქვეითს დაეჯახაპეკინის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.