საფრანგეთში 57 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალად ედება 40 ქალის გაუპატიურება და სექსუალური შევიწროება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ ბრალდებულმა ქალებზე ძალადობა 1980-იან წლებში დაიწყო და ქალებს როგორც საფრანგეთში, ისე ბელგიაში აუპატიურებდა.
57 წლის კაცი დაოჯახებულია. მას 3 შვილი ჰყავს და უკვე შვილიშვილებიც. ის ამჟამად მეეზოვედ მუშაობდა, მანამდე საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პონტ სუ სამბრეს ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი იყო. ქალაქის მერმა ის როგორც კარგი ადამიანი, ისე დაახასიათა.
ის ქალებს, როგორც წესი, უკანა მხრიდან ესხმოდა თავს, ატარებდა ნიღაბსა და ხელთათმანებს. თუმცა, პოლიციამ მის კვალს მაინც მიაგნო. ერთ-ერთ ქალზე თავდასხმის ადგილას სათვალთვალო კამერამ მისუ ავტომობილი დააფიქსირა. გარდა ამისა, მისი დნმ-ის ნიმუში რამდენიმე გაუპატიურებული ქალის სხეულზე აღმოჩნდა.
მსხვერპლ ქალებს შორის 13 წლის და 17 წლის მოზარდებიც იყვნენ.
იმედინიუსი

