ფრანგული ტურის 18 წლის ფეხბურთელი ტომა როდრიგესი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.
ტურის საფრანგეთის მეორე დივიზიონში თამაშობს და შაბათს მათ ვალენსიენთან ჰქონდათ შეხვედრა, რომელიც როდრიგესის სიკვდილის გამო დროებით გადაიდო. ამ კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელს გარდაცვლილს ნახულობენ.
შეგახსენებთ რომ 4 მარტს ფიორენტინას კაპიტანი, 31 წლის დავიდე ასტორი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

