პოლიციამ ჯეიმს ერიკ დევისი დააკავა

პოლიციამ ჯეიმს ერიკ დევისი დააკავაპოლიციამ 19 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელიც აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში საკუთარი მშობლების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, – ნათქვამია მიჩიგანის უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დაკავება ინციდენტის გარეშე მოხდა.
ამერიკის მიჩიგანის უნივერსიტეტში სროლა გუშინ მოხდა, პოლიციაში ორი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 19 წლის ახალგაზრდამ ჯეიმს ერიკ-დევის უმცროსმა საკუთარი მშობლები მოკლა.

ინტერპრესნიუსი