პოროშენკოს კორტეჟმა პენსიონერი გაიტანა

პოროშენკოს კორტეჟმა პენსიონერი გაიტანაკიევის ცენტრში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კორტეჟის ავტომობილმა შუქნიშანზე პენსიონერს დაარტყა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პენსიონერს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც მოხუცი გზაზე გადასვლას წითელ შუქზე ცდილობდა.

მედია აღნიშნავს, რომ პენსიონერს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

პრეზიდენტის კორტეჟის ავტომობილი ადგილზე არ გაჩერებულა.

პირველი