ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა, რომლებიც ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიაში სამი მანქანა ფიგურირებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

