რომან აბრამოვიჩს შეიძლება ჩელსი ჩამოართვან

რომან აბრამოვიჩს შეიძლება ჩელსი ჩამოართვანლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა შესაძლოა, კლუბის აქციები დაკარგოს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა სანქციების შემოღებას აპირებს იმ რუსების წინააღმდეგ, რომლებიც კორუფციაში არიან გარეული და თავიანთი ფული დასავლეთში გაიტანეს. ამის შესახებ გაზეთი The Times-ი წერს.

თუ დამტკიცდება, რომ აბრამოვიჩმა ინგლისში აქტივები არაკანონიერი გზით მოპოვებული ფულით შეიძინა, მისი ქონება შესაძლოა, კონფისკაციას დაექვემდებაროს.

კანონის მიღება ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის ბრიტანეთში მოწამვლას უკავშირდება.

იმედინიუსი