პოპულარული რუსი მსახიობი, დიმიტრი ნაზაროვი კემეროვოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. რუსმა ვარსკვლავმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა სადაც ის ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ლექსს კითხულობს „ქვეყანა რომელიც სირცხვილისგან იწვის, სადაც მხოლოდ ტყუილი ფასობს, რატომ უნდა ვებრძოლოთ ტერორს, როდესაც თავად ვართ ტერორი. ჩვენ ომის არ უნდა გვაშინოდეს, იქამდე ვერც ვიცოცხლებთ. აღლუმებს შორის კი თავად დავწვავთ ჩვენს ხალხს…. როდესაც კანონს სამართალი არ აქვს, რა დაგიშლის, რომ ხალხი დაწვა… ბავშვის ცრემლს არ შეუძლია დაუნდობელი ცეცხლი ჩააქროს…“ – ეს და სხვა მნიშვნელოვანი ფრაზებია ნაზაროვის მიერ წარმოთქმულ ლექსში და ის ძირითადად ხელისუფლების კრიტიკისკენაა მიმართული.ნაზაროვი საყოველთაოდ ცნობილი კომედიური სერიალ «“Кухня“- დან გახდა, სადაც ის შეფ-მზარეულის როლს ასრულებდა.
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, 25 მარტს, რუსეთის ქალაქ კამეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია. დაშავებულია ათეულობით ადამიანი. დამწვარ შენობაში ადამიანების ძებნის ოპერაცია ისევ გრძელდება. სამართალდამცავების განცხადებით, ზოგიერთი დაღუპული ისეთ მდგომარეობაშია, რომ მათ ამოსაცნობად გენეტიკური ანალიზის გაკეთება გახდება საჭირო. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია.

