რუსთავის მერიასთან 2 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს

რუსთავის მერიასთან 2 მანქანა შეეჯახა ერთმანეთსავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. რუსთაველისა და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს “ჰონდასა” და “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. ავარიის შედეგად დაშავდა მამაკაცი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა.

ინფორუსთავი