რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვისგან ბავშვები მოიწამლნენ

რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვისგან ბავშვები მოიწამლნენრუსთავში, თოდრიას პირველი ჩიხში, საცხოვრებელ ბინაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მოწამლულებიდან ორი – 10 და 11 წლის ბავშვები არიან.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბავშვები რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, მშობლები კი, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში.

კომპანია ,,სოკარ-ჯორჯიაგაზი რუსთავში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მიზეზი გაუმართავი გაზდანადგარი იყო. კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით, ოთახისა და წყლის გამათბობლების მონტაჟი ტექნიკური ნორმების დაცვით, სპეციალისტებს დაამონტაჟებინონ.

როგორც სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ, პაციენტებს შესამამისი დახმარება გაეწიათ და დილით სახლში გაწერეს.