მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები უკრაინის პრეზიდენტის დაკითხვას ითხოვენ. საქმე ეხება პეტრო პოროშენკოს განკარგულებას, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშრებით.
– ჩვენ შუამდგომლობით გამოვალთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოწმის სახით დაიკითხოს, რათა განმარტოს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის საფუძვლები, – აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი.
უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრატიულ სასამართლოში დღეს განახლდა მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულების არაკანონიერად ცნობის თაობაზე.

