საფრანგეთში ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილი ებრაელი ქალი, 85 წლის მარეილ ნოლი დაწვეს. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
პოლიციამ ქალის დამწვარი ცხედარი პარიზში, საკუთარ სახლში იპოვა. პარიზის პროკურატურა მომხდარს რელიგიურ მოტივს უკავშირებს.
ნოლი მართლმადიდებელი ებრაელი იყო.
პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დაკავა: ქალის 29 წლის მეზობელი და 22 წლის უსახლკარო კაცი.
ანტისემიტური მოტივით საფრანგეთში 2015 წელსაც მოხდა დანაშაული. მაშინ საფრანგეთის ერთ-ერთ სასაფლაოზე ებრაელთა 250 საფლავი გაქურდეს.

