საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა18 წლამდე მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი ნაკრები 8:3 დაამარცხა.

მე-8 წუთზე უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ლელო დადეს, თუმცა გარდასახვა ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ფრანგებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ჯარიმა გაიტანეს და შეხვედრის პირველი ნახევარი 5:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში სტუმართა გუნდმა ჯარიმის რეალიზაცია ვერ შეძლო, სამაგიეროდ ჩვენმა გუნდმა მოახერხა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.