პირველი არხის ეთერში ევროვიზიის ქართველი მონაწილეების, ჯგუფ „ირიაოს“ საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა შედგა.
საქართველოს ევროკონკურსზე ჯაზბენდი„ირიაო“ სიმღერით – „შენი გულისთვის“ 10 მაისს წარადგენს.
სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.
ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა საგურამოში, ისტორიულილოკაცია – პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში „ირიაოს“ წევრებთან ერთად, ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებიც მონაწილეობენ.
კლიპი ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზეც აიტვირთება.