შუახევში, მდინარეში, 7 წლის ბიჭს ეძებენ

შუახევში, მდინარეში, 7 წლის ბიჭს ეძებენშუახევში, სოფელ შუბანში 7 წლის ბიჭს ეძებენ. თვითმხილველების თქმით, მოზარდს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც შუახევის მერმა თქვა, მოზარდის სამძებრო სამუშაოები მდინარის გასწვრივ მიმდინარეობს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 8 ჯგუფია მობილიზებული.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

იმედინიუსის ფოტო