სიკვდილის გზა – რა ხდება გარდაბანი-რუსთავის ტრასაზე – ვიდეო

სიკვდილის გზა - რა ხდება გარდაბანი-რუსთავის ტრასაზე - ვიდეოგარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე ბოლო თვეების მანძილზე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. თუ ამ გზაზე მოძრაობთ ადვილად შეამჩნევთ გზის პირას, გარდაცვლილი ადამიანების საპატისაცემოდ დადგმულ ჯვრებს და ხეებზე მიმაგრებულ ყვავილებს.

გზა, რომელიც ერთი შეხედვით მოასფალტებულია და თითქოს მძღოლები უსაფრთხოდ უნდა გადაადგილდებოდნენ სინამდვილეში ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. აღსანიშნავია რომ რამდენიმე დღის წინ სწორედ დაზიანებული გზის საფარის გამო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორმოებს ვერ ამჩნევენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მათი დიდი ნაწილი მაღალი გამავლობის “ჯიპის” ტიპის ავტომობილებით დადიან, თუმცა დაზიანებული გზის საფარი პირდაპირ დამღუპველია მძღოლებისთვის და მგზავრებისთვის. პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა, მათი თქმით ბოლო პერიოდში აღნიშნული საკითხით არაერთხელ მიმართეს მერიას თუმცა უშედეგოდ.

ინფორუსთავი