სირიაში, ხმეიმიმის ავიაბაზაზე რუსული სატვირთო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მსხვერპლი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ერემეევია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მედიის ცნობით, ვლადიმერ ერემეევი მაშინ პოლკოვნიკი იყო და 1988-1991 წლებში ქვედანაყოფს მეთაურობდა, რომელიც „საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში“ მონაწილეობდა.
სირიაში, ხმეინის ავიაბაზაზე რუსული სატვირთო თვითმფრინავი დაჯდომისას ჩამოვარდა. შემთხვევა 6 მარტს მოხდა. ბორტზე მყოფი 32 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 26 ოფიცერი და ეკიპაჟის 6 წევრი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიაკატასტროფის მიზეზად თვითმფრინავის გაუმართაობა დაასახელა.
იმედინიუსი

