ლონდონის პოლიციის გამომძიებლების განცხადებით, ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი საკუთარ სახლში მოწამლეს.
“დეტალური კრიმინალისტური და სამეცნიერო კვლევის შემდეგ გამომძიებლები მიიჩნევენ, რომს სკრიპალები თავიანთ სახლში მოწამლეს. მომწამლავი ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მათ სახლის შესასვლელ კარებთან დააფიქსირეს” – ნათქვამის სკოლტლანდ-იარდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.
პასუხად კრემლმა რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.
სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან უპირებენ გაძევებას. ასეთი დიპლომატების რაოდენობა სულ ცოტა 150-ია.
იმედინიუსი

